გაკვეთილის გეგმები


გაკვეთილის თემა
მასწავლებლის სახელი და გვარი
ინტერვიუ
მაია  ხარაული
საგანი
ქართული ენა და ლიტერატურა
სწავლის საფეხური
საბაზო
კლასი
VII
მოსწავლეთა რაოდენობა
34
განსაკუთრებული საჭიროების მქონე
1
გაკვეთილის მიზნები და შედეგები
·         ინტერვიუს ჟანრული მახასიათებლების გაცნობა და გამოყენება;
·         მოსწავლეებში დამოუკიდებელი შემოქმედებითი აზროვნების უნარის ჩამოყალიბება;
·         აზრის წერილობით გადმოცემის უნარის გამომუშავება;
·         გამოუმუშავდება საკომუნიკაციო უნარ-ჩვევები;
·         თვითგამოხატვის უნარი;
·         ტექნოლოგიების მიზნობრივად გამოყენების უნარი.
ეროვნული სასწავლო გეგმით მისაღწევი ინდიკატორები
ქართული ენა და ლიტერატურაVII1,2,3,5,7,8,12,13
·         მოსწავლე ისმენს უცნობი ინფორმაციის შემცველ ტექსტს და შემდეგ სვამს ადეკვატურ კითხვებს;
·         აანალიზებს საგაზეთი, ან სატელევიზიო ინტერვიუს;
·         იყენებს აუდიტორიაზე ზემოქმედების არავერბალურ ხერხებს(მხედველობითი კონტაქტი, ჟესტიკულაცია,საუბრის ტემპი)
·         განმარტავს რა ხერხებს იყენებს სტატიაში ჟურნალისტი მკითხველის ყურადღების მისაპყრობად;
·         წერის დაწყებამდე განსაზღვრავს მიზანს და აუდიტორიას.
წინარე ცოდნა
იციან ლიტერატურულ-მხარვრული ნაწარმოებების ჟანრების გარჩევა;
იციან ისტ-ის საშუალებების დანიშნულება-გამოყენება(პროგრამაword-ში მუშაობა,ინტერნეტში მოძიება, ტელეფონიდან, ციფრულიდან მასალის დისკზე გადაწერა) Web2.o-ში მუშაობა
(geogster-ელ.გაზეთის გამოყენება

გაკვეთილის თანმიმდევრობა
             საორგანიზაციო საკითხების მოგვარება 2 წთ
A ფაზა-გამოწვევა , გონებრივი იერიში
აქტივობა1.მასწავლებელი აჩვენებს მოსწავლეებს power point-ში ცნობილი ქართველი ჯურნალისტების ფოტოებს, სვამს კითხვებს მათი ვინაობის შესახებ, ვინ არის ყველაზე კარგი ჯურნალისტი თქვენი აზრით? 
აქტივობა2. მონიტორზე  აჩვენებს ამოსაცნობად ცნობილ უცხოურ გამოცემებს, ტელეარხებს,ჯურნალისტებს. ეკითხება რა იციან მათ შესახებ. 6წთ
B ფაზა-ცოდნის კონსტრუირება
აქტივობა3. მოსწავლეები კითხულობენ სახელმძღვანელოში შემოთავაზებულ ტექსტს ,,სამი ნაბიჯი წარმატებისაკენ“. 3წთ
აქტივობა4. კითხვა-პასუხი
მასწვლებელი სვამს კითხვებს: 1.რა საშუალებები გამოიყენა ინტერვიუერმა, რათა რესპოდენტს თავისი წარმატების საიდუმლო გაემხილა?
2.ეხმარებოდა თუ არა ინტერვიუერი სპორტსმენს აზრის გამოხატვაში?
3. თქვენ რა კითხვას დაუსვამდით დამატებით? 5წთ
აქტივობა5.
მოსწავლეები შემთხვევითი შერჩევის წესით იყოფიან ტრიადებად და ირჩევენ რესპოდენტს, რომელსაც ისინი წარმატებულად თვლიან და მოამზადებენ მისთვის დაახლოებით 6 კითხვას.12წთ
განს.საჭ. მქონესთვის მასწავლებელს მომზადებული აქვს კომპიუტერში  სურათები ცნობილი ჯურნალისტებისა და ავალებს ქვეშ მიაბეჭდოს ვინ არიან ისინი .
აქტივობა6. მოსწავლეების  პირველი რესპოდენტი მასწავლებელია, თითოეული ჯგუფიდან ისმენს ერთ კითხვას და პასუხობს 10წთ.
C ფაზა-რეფლექსია,დასკვნითი ნაწილი
აქტივობა7. საშინაო დავალება: აიღონ ინტერვიუ მათთვის სასურველი ადამიანისაგან; გაკვეთილზე წარმოადგინონ საგაზეთო სტატიის სახიტთ, სატელევიზიო ან რადიოინტერვიუს ფორმატით(გამოიყენონ ისტ ტექნოლოგიები)
Web2.o
(glogster-ელ.გაზეთის გამოყენებით იმუშაონ - გაზეთის ვერსიაზე.5წთ
შეფასება2წთ
შეფასება
მოსწავლეები ფასდებიან განმავითარებელი და განმსაზღვრელი შეფასების რუბრიკებით; განმავითარებლით ფსადება საუბრის, ურთიერთმოსმენისა და აზრის გაზიარების უნარი.
ტექნოლოგიების მიზნობრივად გამოყენების უნარი;
დროის დისციპლინის დაცვა.

განმსაზღურელი შეფასეით ფასდება
ჩართულობა საგაკვეთილო პროცესში;
გ.ს მქონე ფასდება განმავითარებელი და განმსაზღვრელი  შეფასებით.

საკლასო მენეჯმენტი
მოსწავლეები მუშაობენ კომპლექსურად,ინდივიდუალურად,ტრიადებში.
საგანმანათლებლო რესურსები
VII-კლასის სახელმძრვანელო(მაღლაკელიძე)
რვეული, კალამი,მონიტორი, კომპიუტერი,პროექტორი.