მარინა ხარაული
воскресенье, 23 сентября 2018 г.
суббота, 29 октября 2016 г.
четверг, 17 сентября 2015 г.
среда, 11 декабря 2013 г.
вторник, 26 июня 2012 г.
პროექტი-,,ეს ჩემი სამშობლოა“
პროექტის სახელწოდება ,, ეს ჩემი სამშობლოა“
პროექტის აქტუალობა-მსოფლიოში ბოლო დროს განვითარებული გლობალიზაციის შეუქცევადი პროცესი განსაკუთრებით აქტუალური და მწვავე ხდება პატარა სახელმწიფოებისათვის.
გლობალიზაციის პროცესში მეტად მნიშვნელოვანია ეროვნული თვითმყოფადობის შენარჩუნება.
პროექტის მიზანი და შედეგი
· პატრიოტული სულისკვეთებით აღზრდა;
· ეროვნული თვითშეგნების ჩამოყალიბება;
· კულტურული მემკვიდრეობის, ტადიციების დანიშნულების განსაზღვრა;
· შემოქმედებითი და რეფლექსური აზროვნების უნარის ჩამოყალიბება;
· კვლევითი უნარ-ჩვევების გამომუშავება;
· ისტ-ტექნოლოგიების მიზნობრივად გამოყენება.
მიზანი მიღწეულია, თუ
· მოსწავლე გააცნობიერებს ეროვნულ და ზოგადსაკაცობრიო კულტურას ცვლილებებისა და განვითარების მუდმივმოქმედ პროცესში;
· მოიძიებს მისთვის საჭირო მასალას და ტექსტის ორგანიზებას თავს გაართმევს ტექსტის აგების კანონზომიერების გათვალისწინებით;
· წერს მიზნობრივი ამოცანის შესატყვისი სტილით და ემზადება ზეპირი მოხსენებისათვის;
· სათანადოდ იყენებს ორთოგრაფიულ და პუნქტუაციურ ნორმებს.
· ინტერნეტით იძიებს მისთვის სასურველ მასალას, იცის word-სა და PowerPoint-ში მუშაობა, ციფრული აუდიო და ვიდეო მასალების სათანადოდ გამოყენება, შესძლებს ვიდეორგოლისა და ვიდეოფაილების შექმნას მასწავლებლის მითითებით;
მოსწავლეთა ასაკი- საბაზო-VIIკლასი
ვადები/ხანგრძლივობა-2 თვე
მოსალოდნელი შედეგები
· საკლასო გამოფენა;
· ვიდეორგოლისა და ვიდეოფაილების შექმნა;
· ბუკლეტის დამზადება სახელწოდებიღ ,,ეს ჩემი სამშობლოა“;
· პრეზენტაციები;
· მოსწავლეთა საუკეთესო ნაშრომებისა და დისკების მოსწავლეთა შემოქმედებით კონფერენციაზე გაგზავნა.
პროქტისათვის საჭირო რესურსები- მოსწავლეთა მიერ შეგროვილი მასალები, საგამოფენო კუთხე (მაგიდა, თავისუფალი კედელი), სააქტო დარბაზი, ბიბლიოთეკა, ციფრული აპარატი, დისკები, თაბახის ფურცლები, ფაილები.კომპიუტერები,ინტერნეტსაძიებო სისტემა-Google.ge, პროექტორი.
სარგებელი სხვისთვის -სკოლის სხვადასხვა კლასის მოსწავლეები, მასწავლებლები, საზოგადოება.
პროექტის მსვლელობა:
აქტივობა 1-მოსწავლეები მიერ იმ ნივთებს წარმოადგენა, რომლებიც მათთვის სამშობლოსთან ასოცირდება და გამოფენის კვირეულის მოეწყობა სახელწოდებით ,,ეს ჩემი სამშობლოა“;
აქტივობა 2- მოსწავლეები მასწავლებლის მითითებით, იწყებენ მუშაობას თემებზე, (თავიანთ მიერ მოტანილი ნივთების შესაბამისად მაგ. ორშიმოს შექმნა-გამოყენება საქართველოში...) და ნამუშევარს ამდიდრებან ისტ- ტექნოლოგიებით;
აქტივობა 3-მოსწავლეები მასწავლებლის დახმარებით ქმნიან ბლოგს სახელწოდებით ,,ეს ჩემი სამშობლოა“
აქტივობა 4-მოსწავლეები ემზადებიან სასკოლო პრეზენტაციისათვის ისტ-ტექნოლოგიების გამოყენებით.
აქტივობა 5- მასწავლებელი საუკეთესო ნამუშევრებს აგზავნის მოსწავლეთა სასწავლო შემოქმედებით კონფერენციაზე;
საგნობრივ ჯგუფებთან კავშირი
გეოგრაფია,ისტორია, ბიოლოგია, ქიმია, მუსიკა,ხელოვნება, ისტ-ტექნოლოგიები.
კავშირი ეროვნულ სასწავლო გეგმასათანVII 2,3, 4, 5, 6, 7, 8 ,9 ,12
პროექტის ხელმძღვანელი-მარინა ხარაული
ხელმძღვანელის ელ.ფოსტა- maiakharauli@gmail.com
პროექტის ვებ-გვერდიeschemisamshobloa.blogger.com
Подписаться на:
Сообщения (Atom)